“ჩვენი მოხერხებულობის ძიებაში, ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი კონფიდენციალურობის ასპექტებზე, როგორიცაა ფაუსტისეული გარიგება ციფრული სერვისების სანაცვლოდ. ყოვლისმომცველი მეთვალყურეობა და მონაცემთა შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას, რომელიც მოგვაგონებს პლატონის ალეგორიას გამოქვაბულზე, სადაც ჩვენ ჩაფლულები ვართ დაჩრდილულ რეალობაში, ვერ ვიაზრებთ ჩვენი ციფრული სამყაროს არსებობის ბუნებას, და ერთხელაც ჩვენ უეცრად არ აღმოვჩნდეთ ციფრულ გამოქვაბულში.”

გიგა შერგელაშვილი

ელექტრონული წიგნები

2015 წელი | Saba.com.ge
ფანტასტიკა | სათავგადასავლო | მოთხრობა

ცივი სხეული

2017 წელი | Saba.com.ge
ფანტასტიკა | პროზა | რომანი

მთვარის საიდუმლო

2019 წელი | Saba.com.ge
პროზა

2024 წელი | Saba.com.ge
სახელმძღვანელო

2024 წელი | Saba.com.ge
სახელმძღვანელო

ამონარიდი წიგნიდან
“ციფრული სფეროს უზარმაზარ სივრცეში კაცობრიობა აღმოჩნდება ამოუცნობ ტერიტორიებზე, პარალელურ სამყაროში სადაც გაჩნდება ბევრი კითხვები და გამოწვევები. ისევე როგორც რომანის პერსონაჭი ეხვევა სასიყვარულო სამკუთხედში და იწყება არა პროგნოზირებადი მოვლენები, ასევე კაცობრიობა ეხვევა მეტად საინტერესო გარემოში. ციფრული სამყარო არის პარალელური რეალობა. აქ მონაცემები და კავშირი აყალიბებს კომპლექსურ ნარატივს, აქ არის ზღაპრების ზღვა, გზები საზღვრების გარეშე, რომლებიც ბუნდოვან ხაზებს ავლენენ რეალობასა და ზებუნებრივს შორის. ამ ციფრულ კოსმიურ შავი ხვრელის სიღრმეში ჩასვლისას ჩვენ შევხვდებით როგორც საოცრებებს, ასევე საშინელებებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენს აღქმას სამყაროს შესახებ. ინტერნეტი, შეიძლება იყოს როგორც საოცრების, ისევე შიშის ადგილი, სადაც ჩვენ ვუკავშირდებით შორეულ სურვილებ და ვწვდებით ცოდნის საგანძურს, მაგრამ ასევე ვხვდებით კიბერ საფრთხეების, დეზინფორმაციის და დამოკიდებულების დამალულ ჩრდილებს, რომლებიც ჩვენი ტვინების ქსელურ სისტემაში საკუთარ ძაფებს აბამენ.”

მცირე აღწერა
ამ წიგნის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ყოვლისმომცველი გაგება იმ ღრმა ზეგავლენის შესახებ, რომელსაც ინფორმაციულ ტექნოლოგიას (IT) და ხელოვნურ ინტელექტს (AI) ექნება ჩვენს მომავალზე. ამ ორის ციფრული კომბინაციით სინერგიის შესწავლა, მიზნად ისახავს ნათელი მოჰფინოს იმას, თუ როგორ ჩამოყალიბდება საზოგადოებისა და ინდუსტრიის სხვადასხვა ასპექტებში უახლოეს წლებში. გაეცნობით მათ გავლენებს, ჯანდაცვით დაწყებული, გაგრძელებული ფინანსებიდან, ტრანსპორტირებამდე და განათლებამდე. წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორ ცვლის ეს ტექნოლოგიები ჩვენი მუშაობის, ცხოვრებისა და ურთიერთქმედების კავშირს. ამ ცვლილებების გაგებით, მკითხველს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს და მოერგოს სამუშაო ბაზრის ცვალებად ლანდშაფტსა და სოციალურ დინამიკას.

2015 წელი | Saba.com.ge
ფანტასტიკა | სათავგადასავლო | მოთხრობა

ამონარიდი წიგნიდან
„მშვიდობიან გზას გისურვებ, ჩემო მეგობარო. ალბათ, უკვე ნახავდი, რომ წერილთან ერთად გულსაკიდი ჩავდე. ეს წინაპრების უძველესი ნიშანია, რომელიც სიბრძნეს ნიშნავს და მინდა, რომ ჩემგან სახსოვრად გქონდეს. ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ, რაც კი სამყაროში არსებობს, ყველაფერი ცოდნაზე დაფუძნებით შეიქმნა. ამქვეყნად ადამიანმა თვალი ორჯერ უნდა აახილოს: პირველად, როდესაც ამ ქვეყანას მოევლინება, მეორედ, რომ რეალობა დაინახოს. განათლება ადამიანობის ყველაზე მაღალი საფეხურია და რაოდენ უარყოფით გზებსაც არ უნდა გადავაწყდეთ, იგი ყველგან გაგვამარჯვებინებს. საღად აზროვნების გარეშე ადამიანი სიცარიელეა. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ თავს ცხოველთან გავაიგივებთ, ადამიანის წოდებას დავკარგავთ. დედამიწაზე ხანმოკლე დროით ვცხოვრობთ, მაგრამ შესაძლებელია შევიცნოთ მარადისობა.“

მცირე აღწერა
წიგნში შესულია ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, სასიყვარულო შინაარსისა და მძაფრი ემოციებით გაჯერებული სათავგადასავლო ისტორიები. ადამიანის სიყვარულისა და ბოროტების, ცოდნისა და უცოდინარობის გამოაშკარავება. ადამიანის სულიერი დაცემა, სიხარბე, განდიდების სურვილი, მეგობრის დახმარება, თავისუფლების, სიმართლისა და სიყვარულისთვის ბრძოლა. მეუღლისა და შვილების მიმართ სიყვარული, მათ მომავალზე ზრუნვა და საკუთარი ცხოვრებისთვის აზრის შეძენა.

2017 წელი | Saba.com.ge
ფანტასტიკა | პროზა | რომანი

ამონარიდი წიგნიდან
“კაცობრიობამ დიდი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა ადამიანობა არ დაკარგოს. როდესაც ადამიანი, საკუთარი თავის გარდა, სხვას შეამჩნევს, უანგაროდ დაეხმარება და იმ აზრით დაკმაყოფილდება, რომ იგი უბრალოდ სიკეთეს აკეთებს, ეს ქცევა ჩაითვლება ცრემლივით სუფთა საღი აზროვნების ჩამოყალიბების პირველ ნაბიჯად. ცივ სამყაროში ვცხოვრობთ, მხოლოდ სიცოცხლე ათბობს და სიყვარული ანათებს ამ წყვდიადს. გარდაცვალების შემდეგ ჩვენი სხეული ცივდება, მაგრამ მთავარია, ჩვენმა დანატოვარმა ყველა გაათბოს.”

მცირე აღწერა
საინტერესო იქნება ისეთი მკითხველისთვის ვისაც ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ფანტასტიკური, სასიყვარულო და სათავგადასავლო ისტორიები მოსწონთ. აქ არ არის საუბარი პლანეტებსა და ვარსკვლავებზე, ეს არის ერთი ადამიანის ისტორია, რომელსაც ხილვები აქვს და ხედავს ადამიანებს, რომლებიც სუიციდის მსხვერპლნი არიან. ლუკა იწყებს გამოძიებას თუ რატომ იკლავენ ადამიანები თავს და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის თავიდან აცილება. რატომ “ცივი სხეული” ? “ცივ სამყაროში ვცხოვრობთ, მხოლოდ სიცოცხლე ანათებს და სიყვარული ათბობს ამ წყვდიადს. გარდაცვალების შემდეგ ჩვენი სხეული ცივდება, მაგრამ მთავარია, ჩვენმა დანატოვარმა ყველა გაათბოს.”

2019 წელი | Saba.com.ge
პროზა

ამონარიდი წიგნიდან
-არის ერთ-ერთი ძალიან ძველი მოთხრობა სადაც ერთი კაცი ყვებოდა: “როდესაც ღმერთმა ამ სამყაროს პირობებისთვის მისი სახის მსგავსის შექმნა დაიწყო კაცი გამოუვიდა შემდეგ მისი სრულყოფილი ცხოვრებისთვის ქალი შექმნა და ერთმანეთთან სიყვარულით დააკავშირა, მათი შექმნის მიზეზი კი მარადიულად სიყვარულით სიცოცხლის შექმნაა. თუ კარგად დაუფიქრდები აქ ის არ არის მთავარი რომელი შეიქმნა პირველი ან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი, ქალი და მამაკაცი ნეტარებაში ერთმანეთის გარეშე ვერ იქნებიან. მნიშვნელოვანია მათი გულწრფელი ერთობა, რადგან ქალისა და მამაკაცის ერთობა მარადიული წრეა, ეს ერთი მთელი გრძნობაა.” -საინტერესოა… შენ რას ფიქრობ? -ჰკითხა ქეთიმ. -მე ჩვენს სიყვარულზე ვფიქრობ. ნახე მთვარე როგორ გვიყურებს ეს სიყვარული შენი ჩემი და მთვარის საიდუმლოა, ღმერთს ყველასთვის ჰყავს შექმნილი ანგელოზი და მას მხოლოდ სიყვარულის ძალით თუ იცნობ. მე შენ გიცანი ჩემო ანგელოზო. – უპასუხა ბაჩომ და აკოცა.

მცირე აღწერა
ერთი შეხედვით თითქოს არაფერი საინტერესო, თუმცა ისტორია და მასში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც მომავალ დროში ვითარდება ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია. სახელი “მთვარის საიდუმლო” ძირითადად ღამით განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული. გამოგენებულ სამყაროში მოქმედებები მხატრულად არის გადმოცემული, რათა მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი იყოს თითოეული მოქმედება.

“ცხოვრების ბიბლიოთეკაში ჯერ კიდევ ბევრი საგანძურია აღმოსაჩენი და ისინი შენ გელოდებიან.”

გიგა შერგელაშვილი

Scroll to Top